სამოდელო გაკვეთილები



სამოდელო  გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:  მარინე კაპანაძე


საგანი: რუსული ენა
  
კლასი:  IV

თემა:        Репка-თალგამი

დრო: 45 წთ.


ჩატარების თრიღი:
14.06 .2018  წელი

მოსწავლეთა პროფილი: 16 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.

გაკვეთილის ტიპი:  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული.სწავლის სწავლა და მედია- წიგნიერების განვითარება.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ:
·         მულტიმედია ტექსტის „ თალგამი - ძალა ერთობაშია “ აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენებას.
·          მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მოქმედ პირთა  დახასიათება, შედარებითი  დახასიათება (პერსონაჟის რუკა).
·         კრიტიკულად შეფასება.
·         სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვას შებრუნებული საკლასო ოთახის დახმარებით.
·         ყურადღების გადატანას სწავლის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე.
·         თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით -ნაწარმოების „ თალგამი- ძალა ერთობაშია “ თეატრალურად წარმოდგენას.
·         დაკვირვების, აღწერის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
·         პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების : თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების , მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს,ასრულებს სიმღერებს;
·            ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცის, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებ, დროშა და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).

საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები:
   მოსწავლეებმა იციან  თემასთან დაკავშირებული სიტყვები,კითხვით წინადადებებზე მოკლე პასუხის გაცემა.შეუძლიათ დააკვირდნენ და ამოიცნონ ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის გმირები.
 მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; წერითი უნარ-ჩვევები, იციან სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამებს შექმნა და გამოყენება.
შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებ  განმავითარებელ შეფასება, სიტყვიერი კომენტარებით დაკვირვების საფუძველზე.
გაკვეთილის პროცესში გამოიყენება:
§  შუქნიშნის ფერადი ბარათები;
გასასვლელი ბილეთები;
შეფასების  რუბრიკები გაკვეთილის  გეგმას თან ერთვის;
სასწავლო მასალა და რესურსები:
 მე–4 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, https://youtu.be/fnsZr5Yk3-k ვიდეო რესურსი.Power-Point-ის პრეზენტაცია, სამუშაო ფურცლები,  მარკერები,  სამუშაო რვეულები და კალმები. გამოსაძახებელი ჩხირები, ფერადი მაჩვენებლები, თაბახის ფურცლები.
გაკვეთილის მსვლელობა;
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის თემის,  მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო ,დრო – 6 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა. ასევე წინაპირობის შექმნა, იმისთვის რომ მოსწალეებმა გაიაზრონ გაკვეთილის არსი.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. კითხულობს  სიას, მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებს და  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესშიასევეახსენებს  კლასში  მუშაობის  წესებს. აცნობს კლასის ორგანიზების ფორმებს. განაწყობს იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სქემებისა შევსება–შექმნა, რის შედეგადაც მათ განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარი (სემიოტიკური კომპეტენცია).
  აქტივობა 2. მულტიპლიკაციური ფილმი „ თალგამი „
აქტივობის მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ მულტიმედია ტექსტის მოსმენა- გააზრებას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ნახავენ მულტიპლიკაციურ ფილმს.მოისმენენ და უკვირდებიან ახალ სიტყვებს.
აქტივობა.3. გონებრივი იერიში - ნაწარმოების ‘’ თალგამი “-ს გაანალიზება.
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო  8 წთ.
აქტივობის მიზანიმოსწავლე შეძლებს ყურადღების კონცენტრირებას,ნაწარმოებში განვითარებულ  ფაქტებზე. სწორად გასცემენ კითხვებზე პასუხს.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  კლასში სვამს კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ .
საშინაო დავალების განხილვა
წინა დღით მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით ვაწოდებ ჩემ მიერ პროგრამა“powerpoint2016“-ში შექმნილ დამხმარე რესურსს ელ. წიგნს „თალგამი-ძალა ერთობაშია“. https://youtu.be/fnsZr5Yk3-k ვაძლევ მითითებას , რომ ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, წერილობით უპასუხონ ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს:
1.Как называется  сказка?-რა არის ზღაპრის სათაური?
2.Кто главные герои сказки?-ვინ არის მოთხრობის მთავარი მოქმედი პირები?
3.Что посадил дед ?---  რა დარგო ბაბუამ ?            
4.Какая выросла репка?-როგორი გაიზარდა თალგამი ?
5.Что решил дед?-რა გადაწყვიტა ბაბუამ ?
6.Кто и как помог деду вытянуть репку?-ვინ და როგორ დაეხმარნენ ბაბუას თალგამის ამოთხრაში ?
აქტივობა.4. ტექსტის აბზაცებად დაყოფა და ინფორმაციის გადმოცემა.
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო  – 8 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებ  შეძლებენ მთლიანი ტექსტის აბზაცებად დაყოფას,და თითოეულ აბზაცის შინაარსის თხრობას.გამოყოფენ შესავალს ,კვანძის გახსნას,და დასკვნას,რა არის მორალი. მათ გამოუმუშავდებათ აზროვნების და საკუთარი ნაფიქრის გადმოცემის უნარები. გაიხსენებენ მსგავსი შინაარსის ქართულ ნაწარმოებს.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ყვებიან აბზაცების მიხედვით ტექსტს,საუბრობენ თუ რას ეხება თითოეული აბზაცი,. ავლებენ პარალელს შესაბამის ქართულ ნაწარმოებთან ‘’ძალა ერთობაშია.“
აქტივობა.5  : როლური თამაში - თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
 კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო. დრო – 5წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის სხვადასხვა ინტერპრეტაციით თხრობას, პერსონაჟების როლების მორგებას, პერსონაჟისთვის გამიზნულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
აქტივობის აღწერამასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიაზრონ და გაითავისონ ზღაპრის პერსონაჟების  განცდები, სურვილები და შეხედულებები. მოირგონ ტექსტის ერთ-ერთი პერსონაჟის როლი. შერჩეული მოსწავლე გამოდის კლასის წინ, ჯდება სკამზე, ”მოირგებს” პერსონაჟის ნიღაბს და მისი პოზიციიდან უამბობს კლასს ზღაპარში გადმოცემულ ამბავს, პასუხობს თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ამ პერსონაჟისთვისაა გამიზნული.
სარეზერვო აქტივობა. ვიქტორინა: ამოიცანით ზღაპრის პერსონაჟების მიერ განხორციელებული მოქმედება.
აქტივობა.6 .  კროსვორდის შევსება- ნაწარმოების თემატიკაზე
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო.დრო – 5წთ.
აქტივობის მიზანი: შესწავლილი  მასალის გაანალიზება. უკეთ გააზრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლლეებს წარუდგენს პლაკატს რომელზედაც მოცემულია კროსვორდი.კროსვორდის ორივე გვერდზე ხატია ზრაპრის პერსონაჟები,მოსწავლეები ვალდებული არიან გამოიცნონ სიტყვები სურათებზე დაყრდნობით და ჩასვან მითითებულ სვეტში,სწორად ჩასმული სიტყვები მიახვედრებთ კიდევ ერთ პერსონაჟის გმირს ,რომელიც არ არის სურათზე გამოსახული.
აქტივობა.7 .  საშინაო დავალება.
აქტივობის მიზანი : შესწავლილი  მასალის გაანალიზება. უკეთ გააზრება.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  და ანიშნინებს საშინაო დავალებას.
მასწავლებელი საშინაო დავალებ მიცემისას მოსწავლეებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას:
1. რამდენიმე წინადადებით დაახასიათეთ თქვენი მეგობარი.
2.ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები,
აქტივობა 7. შეფასება და ურთიერთშეფასება
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 3 წთ.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი აღწერითი უკუკავშირით , განმავითარებელი შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით  განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხს;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკების მიხედვით;
                                    თვითშეფასების რუბრიკა
       

        დიახ
    არა
  ვცდილობდი
ინტერესით ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში



აქტიურად ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან



მომწონს ამ ტიპის გაკვეთილები




      
                            მოსწავლის შეფასების რუბრიკა
შეფასების საგანი
მაღალი
საშუალო
დაბალი
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და ქცევის წესების დაცვა



პრობლემის ამოცნობა და გადაწყვეტა



დაკვირვების , აღწერისა და დასკვნების გამოტანის უნარი



შემოქმედებითობის უნარი



თანამშრომლობის უნარი.



              
                                          

















No comments:

Post a Comment