სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები

სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები
რუსული ენის სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები
თანამედროვე ზოგად საგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმცოდნითა და უნარ-ჩვევებით,რომლებიც მას საშუალებას მისცემს,ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს,გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები,გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად,რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვისასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის,ისე მასწავლებლისაგანენის სწავლა/სწავლებისას უამრავი ელემენტია გა-სათვალისწინებელი და ეფექტური შედეგების მიღებას მხოლოდ ყველა ელემენტის სასწავლო პროცესში ჩართვა განაპირობებს.სხვადასხვა დროს უცხოური ენისგაკვეთილს სხვადასხვა მიზანი და სხვადასხვა შინაარსიჰქონდა დააქედან გამომდინარე,სასწავლოპროცესის ორგანიზებაც სხვადასხვა ნაირად ხდებოდა.თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების დაზუთხვა და მათი თარგმნა წარმოადგენდა,დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლენაზეკომუნიკაცია დაშესასწავლიქვეყნისკულტურისსწორადაღქმადადაფასებატრადი-ციულიგაკვეთილისგანგანსხვავებითდღესმასწავლებელიგაკვეთილზედომინანტისროლშიკიარარის,არამედმოსწავლისდამხმარეპერსონადასაგაკვეთილოპროცესისფასილიტატორია.
ცნებები „უცხოურიენებისდიდაქტიკა“ და „უცხოურიენებისსწავ-ლებისმეთოდიკახშირადსინონიმურიმნიშვნელობითიხმარებოდადამათიერთმანეთისაგანგამიჯვნასაკმაოდრთულიიყოამისმიზეზისავარაუდოდ,სხვადასხვაქვეყანაშისხვადასხვადროსდიდაქტიკისადამეთოდიკისგანსხვავებულიგანმარტებისადაგანსხვავებულიფუნქციებისგამოხდებოდა.რამდენადაცორივესასწავლოპროცესსშეისწავლისდღესმათხშირადუცხოურიენებისმეთოდიკა/დიდაქტიკას“ უწოდებენ.
უცხოურიენებისსწავლებისმეთოდიკა/დიდაქტიკისამოსავალპრობლემატიკასწარმოადგენს:
• სწავლებისმიზანი (რამიზანიაქვსენისშემსწავლელს?);
• სწავლებისშინაარსი (რასუნდასწავლობდესენისშემსწავლელი?);
• სწავლებისმეთოდებიდახერხები(როგორუნდამიმდინარეობდესსასწავლოპროცესი?).ესყველაფერიდღესმეთოდიკა/დიდაქტიკისთეორიულასპექტსმი-ეკუთვნებახოლორაცშეეხებასასწავლოპროცესისპროფესიულ-პრაქტიკულასპექტსმასშიერთიანდება:
 • მოსწავლისაქტივობა (სწავლა) ;
 • მასწავლებლისაქტივობა (სწავლება);
• სწავლებისორგანიზაცია (სწავლებისმიზნებიშინაარსიმეთოდები,ხერხებიდასწავლებისსაშუალებებისრეალიზაცია).

საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.         
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.
უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
·           მომზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·           განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
 ამ საგანმნათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·           გრამატიკული, ლექსიკური ცოდნ;
·           მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·           უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·           ტექსტის სახეებისა და მათი მხასიათებლების ცოდნა;
·           წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·           სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·           ენობრივი უნარ-ჩვევები;
·           სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·        ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·           ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·           ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·           კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·           პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·           ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
·           უცხოური ენების სწავლის სურვილი.
უცხოური ენების სწავლების საფეხურების დახასიათება

    უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს.
უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
·           მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა);
·           დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
·           სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.

რაც შეეხება უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები.
უცხოური ენის სწავლება საბაზო საფეხურზე
 საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).
უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
·           ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
·           კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
·           ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა);
·           ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება).
უცხოური ენის სწავლება საშუალო საფეხურზე
    ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეს, რომელი სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე:
·           სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში;
·           ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება;
·           მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.

 უცხოური ენების სწავლების ორგანიზება
უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითსავალდებულოა ორი უცხოური ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება.
მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ესგ, არჩევითი საგნების ჩამონათვალი).
პირველი უცხოური ენა - პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს პირველი კლასიდან ასწავლოს სხვა უცხოური ენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მეორე უცხოურ ენად ინგლისური შესთავაზოს.
უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა სამი კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი.
უცხოური ენის სტანდარტი. სტანდარტი საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. იგი განსაზღვრავს უცხოური ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის.
 უცხოური ენის სტანდარტი დაყოფილია არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც სტანდარტის დონეების მიხედვით დაიწერება.
    პროგრამის შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში პროგრამის შინაარსი განისაზღვრა ოთხი უცხოური ენისათვის (ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური). სკოლები, რომლებაც სხვა უცხოური ენების სწავლება აქვთ დაგეგმილი, სტანდარტით იხელმძღვანელებენ.
დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები. დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დონეები და ასევე მათზე დაფუძნებით შედგენილი სახელმძღვანელოებიშინაარსობრივი და პედაგოგიური თვალსაზრისითმიესადაგება ამ საფეხურის მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს. ამდენად, დაწყებითი საფეხურის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის დაპირიქით, საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის.
 ერთი მხრივ, დაწყებითი და, მეორე მხრივ, საბაზო-საშუალო საფეხურების დონეთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად სტანდარტში განსხვავებული ინდექსებია გამოყენებული დაწყებითისათვის განკუთვნილ დონეებზე მიუთითებს ასო "დ", ხოლო საბაზო-საშუალოსათვის განკუთვნილზე - ასო "ს":
 დაწყებითი საფეხურისთვის ექვსი დონეა გამოყოფილი, საბაზო-საშუალო საფეხურისთვის კი რვა:
დაწყებითი საფეხურის 
დონეები
I
II
III
IV
V
VI
საბაზო-საშუალო საფეხურის დონეები
სI
სII
სIII
სIV
სV
სVI
სVII
სVIII


 I დონე (დ I)
უცხოური ენა
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.   
უცხ.დ.I.2. მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.


უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.


ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
სწავლის სწავლა
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს
ელემენტარული
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის
ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა
გამეორება.

უცხ.დ.I.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაშ მონაწილეობის
მიღება.
უცხ.დ.I.11. მოსწავლე
შეუძლია ინფორმაცი
ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და
მშობლიურ
სოციოკულტურული
გარემოს შედარება.




უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.





სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.2. მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
 მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).

მოსმენის სტრატეგიები                                                                                         
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ ·           არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის[1] პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკუთარ და თანაკლასელების სახელებს;
·           ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;
·           სიტყვათა ჩამონათვალში, ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
·           ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
·           აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
·           დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·           ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);
დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ



·           ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
·           შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
·           ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·           ხელის სწორი მოძრაობით რვეულში გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
·           იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება, ზომა და მოხაზვის მიმართულება);
·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი აქვს.


მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
·           სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·           ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
·           მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·           ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·           მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
·           ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·            ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·           იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცის, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.

უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებ, დროშა და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
  • მოაქვს საჭირო ნივთები;
  • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
  • ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა).

დაწყებითი საფეხური - II დონე (დII)
                                      უცხოური ენა                   სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრრებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების,
წინადადებების გაშიფრვა-
წაკითხვა.

უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.


უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.



უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.



უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.                                                                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა);
·           ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრრებული მინიდიალოგების /მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
ამოცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და  ·           წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში);
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა);
·           აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·           ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·           დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
·           შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;·           მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., ხილის, ცხოველების და ა.შ. აღმნიშვნელ სიტყვებს);
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).

მიმართულება: წერა
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასოებს წერს წესების დაცვით (სტრიქონზე განლაგება, ზომა, მოხაზვის მიმართულება);
·           ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, ანკეტას პირადი მონაცემებით;
·           მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;
·           ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით).
·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ- ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს;
·           სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად;
·           ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და მათ წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოებით (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·           ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული ბგერა/მარცვალი;
·           ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·           სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ მითითებული ბგერით;
·           სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით;
·           სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც შეიცავენ წინასწარ მითითებულ ბგერას;
მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი ხაზი: ------ ------- ---------·           იმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით : --- ½½).
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·            ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·           იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს. 
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რომელი მოსწონს, რომელი უნდა- ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა);
·           მარტივი ნაკეთობების, თვალსაჩინოებების დამზადებისას იყენებს ცალკეულ სიტყვებს (მომეცი, მინდა და სხვა).

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., ცნობილი პიროვნების ილუსტრაცია, ჩაცმულობა, ნუგბარი და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., სადღესასწაულო მორთბა, ტიპურ საუზმე და სხვა).

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
  • მოაქვს საჭირო ნივთები;
  • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
·           მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·           ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;
·           ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა);
·           სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება.

უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·           უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·  დაწყებითი საფეხური - III დონე (დIII)
უცხოური ენა
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.









უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.


უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.











ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
სწავლის სწავლა
უცხ.დ.III.9. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

უცხ.დ.III.11. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.


უცხ.დ.III.12. მოსწავლე ეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს
ერთმანეთთან შედარება.

უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.III.15. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.

უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიო და აუჩქარებელი.)
უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.                                                                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთა და სხვა);

·           ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 უცხ.დ.III.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვა);
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., მაღალი, დაბალი, მოკლე, გრძელი, ყვითელი) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდის ქვეშ, მანქანის წინ/უკან);
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (ცეკვავს, დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავს და სხვა);
·           აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

მოსმენის სტრატეგიები                                                                                         
უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრ, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:·         გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·         ტექსტში პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·         თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.

უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
·           მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელ სიტყვებს და ა.შ.);
·           ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს;
·           მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა ფერის, რამდენი);
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).

უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           აკვირდება და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა);
·           ითვლის წინადადებაში სიტყვების რაოდენობას, სიტყვებში კი - ასოებისას;
პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის  უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს;
·           ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
·           იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცის, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს;
·           ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·           ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.

უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
·           პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაამთავრე? დიახ/არა; სად არის ფანქარი? აქ, მაგიდაზე);
·           პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა).

(ამ ეტაპზე მოსწავლეები უცხოურ ენაში ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას კულტურის საკითხებზე სასაუბროდ. ამდენად, დასაშვებია მსჯელობის მშობლიურ ენაზე წარმართვა.)
უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., სადღესასწაულო ზნე-ჩვეულება, კნინობითი ფორმები, ჟესტიკულაცია და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., ზღაპრის პერსონაჟთა სახელებ, მოზარდის დღის რეჟიმ, სკოლის შენობა და სხვა).
 უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე) და ასრულებს მათ;
·           უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
·           მოაქვს საჭირო ნივთები;
·           ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
·           ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრა;
·           მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·           ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;
·           სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება;
·           ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.

უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·           უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
·           მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში.

უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებს, ლოგოებს;
·           იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
·           ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, წარწერიან ილუსტრაციებს, კოლოფს).

                                       საგნობრივი კომპეტენციები საბაზო და საშუალო საფეხურზე
I დონე (ს.I)
უცხოური ენა

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებ და სავარჯიშოს ინსტრუქციებ მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.


უცხ.ს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა.

უცხ.ს.I.6. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.

უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ქუჩის/ მაღაზიის/ საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.8. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.9. მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტების, ანკეტების, (მაგ., კვირის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, სავიზიტო ბარათის, პირადობის მოწმობის, ბილეთის და სხვა) წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია
ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება.
ა. კატალოგი.
ბ. სამარშრუტო გეგმა.
გ. მენიუ.
დ. კულინარიული რეცეპტი.

უცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცი, მოსაწვევი, მოწვევის სამადლობელო და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები.

უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.

უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა.

უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება.

უცხ.ს.I.17. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა.

უცხ..I.18. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტები (კატალოგის, მენიუ, კულინარულრეცეპტს) შედგენა.

უცხ.ს.I.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა.

უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.

ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
(მედიაცია)
სწავლის სწავლა

უცხ.ს.I.22. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა.

უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.


უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.I.29. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განსათავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა).

უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.I.31. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.I.33.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.I.34.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.


საბაზო და საშუალო საფეხური - II დონე (ს.II)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.II.1. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/ მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
ა) ამინდის პროგნოზი.
ბ) სპორტის ახალი ამბები.

უცხ.ს.II 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.


უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.8. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა).

უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი).

უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს;
ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს;
გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას;
დ) კითხულობს და იგებს დაიჯესტს.

უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი).

უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).

უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).

უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად;
) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით;
გ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.

უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.

უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).

უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).

უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა).

უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.

უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს.

საბაზო და საშუალო საფეხური - III დონე (ს.III)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა

წერა
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.

უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.

უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.


უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის გაგება (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი ან მისი ელექტრონული ვერსია).

უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).

უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).

უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.

უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი ან რეალური ადრესატისათვის (უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა).

უცხ.ს.III.12. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის, ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა.

უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.


ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
სწავლის სწავლა
უცხ..III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ..III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

უცხ..III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.

უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ..III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.III.27.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

საბაზო და საშუალო საფეხური - IV დონე (ს.IV)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.

უცხ.ს.IV.2. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.

უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის წესები, რეკომენდაციები და სხვა).

უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა).

უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).

უცხ.ს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღკითხვა.

უცხ.ს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტებ წერ, რომლებშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური).
) წერს წერილს უცხოელ თანატოლს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).
) წერს პირად წერილებს ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).
გ) წერს დღიურს.

უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.

უცხ.ს.IV.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.IV.15. მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).

ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
სწავლის სწავლა
უცხ..IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ..IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

უცხ..IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ..IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ..IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს.

უცხ.ს.IV.23.
მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან,
მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).

უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.


საბაზო და საშუალო საფეხური - V დონე (ს.V)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.

უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

უცხ.ს.V.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.V.7. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.V.8. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების,
ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში.
 უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.
 უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომლშიც გადმოსცემს საკუთარ შაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებები, გამოხმაურება ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა).

უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბუკლეტი).

უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.V.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).


ლაპარააკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
(მედიაცია)
სწავლის სწავლა
დიალოგური მეტყველება

უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.

უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

მონოლოგური მეტყველება

უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.

უცხ.ს.V.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.V.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

უცხ.ს.V.23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.V.24. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული უნარები წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
           
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.


საბაზო და საშუალო საფეხური -VI დონე (ს.VI)
უცხოური ენა
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (რეპორტაჟი, ინტერვიუ).

უცხ.ს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

უცხ.ს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა).

უცხ.ს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური - როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი).

უცხ.ს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.

უცხ.ს.VI.9. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა.
ა)წერს სამოტივაციო წერილს,
ბ)ადგენს რეზიუმეს
(CV- ს).

უცხ.ს.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა).

უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.



ლაპარაკი

კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

სწავლის სწავლა
დიალოგური მეტყველება

უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

უცხ.ს.VI.14. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

მონოლოგური მეტყველება

უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).

უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.


უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის აგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.


No comments:

Post a Comment